Veiled Tales

ჟანრი:

სათავგადასავლო

გამოშვების თარიღი:

29/03/2024

სათავგადასავლო თამაში საქართველოს მაღალმთიან სოფელში. ტყუილის ველური სამყარო, სადაც საიდუმლოს ამხოსნა სიცოცხლისთვის ბრძოლად გარდაიქმნება.


სოფლის ძველი ისტორია ცოცხლდება და მოულოდნელად, თავგადასავალი ბაბუას სახლში გარდაიქმნება მომაკვდინებელ შემთხვევად. ამოხსენი მთების საიდუმლო დემეტრესთან ერთად და შეხვდი სოფლის მაცხოვრებლებს. იმოგზაურე ველურ ბუნებაში, ინადირე და ივაჭრე.

"Veiled Tales" არის სათავგადასავლო თამაში, რომელშიც მოქმედებები ვითარდება საქართველოს მაღალმთიან სოფელში. მე-3 ხედვის თანამედროვე თამაშში, შენ იმოგზაურებ საქართველოში დემეტრეს პერსონაჟთან ერთად. მოთამაშეები ხვდებიან და ეცნობიან საქართველოს არქიტექტურასა და ენას. მოთამაშეთა მისიაა, რომ ფარული საიდუმლო ამოხსნან, რომელიც დემეტრეს ძმის გაუჩინარებას უკავშირდება. თავგადასავლის განმავლობაში ის ხვდება სხვადასხვა სირთულესა თუ დაბრკოლებას, ეხმარება სოფლის მაცხოვრებლებს, ეცნობა ინფორმაციას და იღებს სამემკვიდრეო იარაღს.


გადმოწერე თამაში მარკეტიდან
შეიძინე ახლავე