Surreal Genesis'მა, ქართულმა თამაშების შემქმნელმა სტარტაპმა, გამოაქვეყნა თავისი სადებიუტო, მცირე ზომის, საპრეზენტაციო თამაში 2024 წლის მარტში.
Veiled Tales არის სათავგადასავლო ჟანრის თამაში, რომელშიც მოქმედებები ვითარდება საქართველოს მთებში. პროტაგონისტი იძულებულია ეძებოს თავისი ერთადერთი, საიდუმლოდ გაუჩინარებული ძმა. მთავარი პერსონაჟი, დემეტრე, მოგზაურობს ტყეში, ნადირობს ცხოველებზე და ეცნობა სოფლის მაცხოვრებლებს. თამაში ხელმისაწვდომია პლატფორმა Steam'ზე 29 მარტიდან და ელოდება მომხმარებლებს.
პირველი პროექტი სტარტაპისა იყო გამომწვევი სირთულე, რომელსაც მნიშნვნელოვანი გავლენა ჰქონდა გუნდის გამოცდილებაზე. მიუხედავად იმისა, რომ თამაში იყო მცირე და მოკლე, მან გვიჩვენა ის დაბრკოლებები, რომლთა გადალახვაც აუცილებელია. Veiled Tales'მა ღირებული გაკვეთილებით გაზარდა გუნდის ცოდნა და დაეხმარა ამ მოგზაურობის გზის გაკვლევაში. რასაკვირველია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი უგრძესი თავგადასავლისა თქვენთან, ჩვენს მოთამაშეებთან და მხარდამჭერებთან, ერთად.
ახლა, მეტი შესაძლებლობებით ჩვენ ვართ მზად დავიწყოთ მუშაობა შემდეგ თვალწარმტაც პროექტზე.